Monday, March 29, 2010

პროექტის გეგმა



პროექტის სახელი: პომიდორი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეებს გამოჰყავთ პომიდვრის ჩითილები, შემდეგ ახდენენ მის გადარგვას და მოჰყავთ პომიდორი. თან აკვირდებიან მის განვითარების ეტაპებს. იკვლევენ თუ როგორ ვითარდება მთელი ამ ხნის მანძილზე მისი ზრდა–განვითარება. აგრეთვე იკვლევენ მის გარეშე ფაქტორებს და უქმნიან პომიდვრისათვის სასარგებლო გარემოს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სექტემბერში ირჩევენ პომიდორს, ამწიფებენ. როდესაც სრულ დამწიფებამდე მივა, მას აცლიან თესლებს და აშრობენ. გამზადებული აქვთ ფიცრებისაგან შეკრული ყვავილის ქოთანი და მასში მოთავსებული აქვთ ნოყიერი მიწა. მოსწავლეები ახდენენ პომიდვრის თესლის დათესვას გამზადებულ მიწაში. ისინი დროთა განმავლობაში უსხავენ წყალს და ახდენენ მასზე დაკვირვებას. თებერვალ–მარტისთვის ნახავენ რომ უკვე პომიდვრის ჩითილი მზად იქნება გადასარგავად. შესაძლებელია მოსწავლეებმა ჩაატარონ დაკვირვება და მეორე ქოთანში დათესონ ასევე პომიდვრის თესლი, მაგრამ არ შეუქმნან არანაირი პირობა, რომელიც მას სჭირდება ზრდა–განვითარებისათვის და გამოიტანონ დასკვნები, რომ, თუ მცენარეს არ აქვს შესაბამისი საარსებო გარემო, მას არ შეუძლია ისეთივე ჩამოყალიბდეს, როგორიც შესაფერის გარემოში. ეს პროცესი ჩატარდება საკლასო ოთახში და დაკვირვებას აწარმოებს მთელი კლასი. აპრილის დასაწყისში მოსწავლეებს უკვე აქვთ თავიანთი გამოყვანილი ჩითილები და ხდება მათი გადარგვა ნიადაგში. მოსწავლეები იყენებენ სკოლის საცდელ ნაკვეთს და ამის შემდეგ დაკვირვება ხდება გარეთ. უვლიან თავიანთ დარგულ პომიდვრებს. აღწერენ მის შემდგომ განვითარებას, თუ როგორ იზრდება, როგორ ყვავილობს და როგორ გამოაქვს პირველი ნაყოფი და როგორ მწიფდება თავიანთი მოყვანილი პომიდორი. პარალელურად ახდენენ დაკვირვების აღწერას ჩანაწერების სახით, ასევე ახდენენ მისი სურათების გადაგებას ზრდა–განვითარების სხვადასხვა ეტაპზე.
მონაწილეთა ასაკი: 9–10 წელი
ვადები/ხანგრძლივობა: სექტემბერი–ივლისი
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მონაცემების შეტანა ცხრილში, დიაგრამების აგება, პომიდვრის ამსახველი ხელოვნების (სურათები, მხატვრობა, მუსიკა, კინო, თეატრი) ნიმუშების მოძიება, ვებ–გალერეაში გადაღებული სურათების ატვირთვა, შესრულებული ნამუშევრებისა და სურათების გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: შეიქმნება მოსწავლეთა ბლოგი, სადაც მოსწავლეები გამოაქვეყნებენ თავიანთი ექსპერიმენტის შედეგებს, შეადგენენ ცხრილებს, დიაგრამებს, მოახდენენ თავიანთი სურათების გამოფენას.
სკოლის ეზოში გააშენებენ პომიდვრის ბოსტანს.
სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეები დაკვირვებების შედეგად შეიტყობენ მეტს პომიდვრის განვითარების ეტაპებზე. სკოლის ეზოს გალამაზება მინი ბოსტნით.
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 124–ე საჯარო სკოლა, 106–ე საჯარო სკოლა, 82–ე საჯარო სკოლა, ბოლნისის კერძო სკოლა "დავითიანი".
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში: ბუნებაში შეისწავლიან პომიდვრისმაგვარი მცენარეების განვითარების ეტაპებს, მომავალში საფუძველი ჩაეყრება ქიმიის შესწავლისათვის ნიადაგს, რადგან მიხვდებიან, რომ მინერალებით გაჯერებულ ნიადაგს მეტი მოსავლის მიღება შეუძლია და დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგში არსებულ მარილებსა და მინერალებს, გეოგრაფიაში – შეისწავლიან ნიადაგის ადგილმდებარეობას, ლიტერატურაში– რადგან მოიძიებენ მოთხრობებსა და ჩანაწერებს, ხელოვნებაში – ნახატების, კინოს, თეატრის, მუსიკის მოძიებას პროექტისათვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში – ინტერნეტში მოძიებული მასალებით, პრეზენტაციების შექმნით და ა.შ.
პროექტის ფასილიტატორი: ლელა ხარატიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: lelooo71@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
lelaxaratishvili.blogspot.com